logo
ENG



აზერბაიჯანის სპეცსამსახურმა ტერაქტის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

25 მარ 202416:18
3 წუთის საკითხავი
clock 278
2024/03/25/1t4si09mlcq5fj0.jpg

აზერბაიჯანის სპეცსამსახურმა ტერაქტის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მურმანსკში მცხოვრები აზერბაიჯანელი, 36 წლის ბაჰრუზ ასკეროვი ქალაქ ლენქორანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე თავდასხმას გეგმავდა. ამისთვის ის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს იყენებდა და მითითებებს აძლევდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ასკეროვმა ერთ-ერთ პირს უცხოელ პედაგოგზე თავდასხმაც დაავალა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანებისთვის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების ორგანიზებასაც გეგმავდა.

ასკეროვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა