logo
ENG



პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

26 მარ 202419:14
3 წუთის საკითხავი
clock 284
2024/03/26/cg9v5v1g2808spp.jpg

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. 

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტით შეუძლიათ. დოკუმენტების მიღება 9 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი", - წერს შალვა პაპუაშვილი  Facebook-ზე. 

25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

***

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება - სრულად


close დახურვა