logo
ENG



გერმანიაში მაგისტრალზე ავტობუსი გადაყირავდა - დაიღუპა 5 ადამიანი

27 მარ 202416:04
3 წუთის საკითხავი
clock 308
2024/03/27/t28eiyqj1b2ku0y.jpg

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

FlixBus-ის ავტობუსმა გზაზე მარჯვნივ მოუხვია და შემდეგ გვერდზე გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი ბერლინიდან შვეიცარიაში მიემგზავრებოდა. ავტობუსში 2 მძღოლი და 53 მგზავრი იყო.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს სამაშველო ვერტმფრენები და დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა.


close დახურვა