logo
ENG



Amnesty International: შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე

27 მარ 202418:50
3 წუთის საკითხავი
clock 396
2024/03/27/o7d87qnf1ilttvt.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ქართული ოცნების პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება.

"ეს შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების უფლებებზე", - აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

კრიშოვეევი შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ მსგავს ინიციატივას ახორციელებს ქვეყანა, რმელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.

"ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ მისდევს ყველაზე სამწუხარო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. ეს შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, როგორიცაა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად", - აღნიშნავენ Amnesty International-ში.

25 მარტს მამუკა მდინარაძემ ოცნების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა

მდინარაძის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირონ, სადაც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები" გაიწერება, ხოლო შემდეგ, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებიც. ინიციატივა ჰომოფობიურია და მოიცავს, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. 


close დახურვა