logo
ENG



ვის გაეთიშება დღეს დენი

28 მარ 202408:00
3 წუთის საკითხავი
clock 442
2024/03/28/ia65tmb2bmiijcg.jpg

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მაისურაძის, თრიალეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.  


close დახურვა