logo
ENG



"სრული ბოდვაა" - პუტინის მტკიცებით, NATO-სთან ომის განზრახვა არ აქვს

28 მარ 202410:00
3 წუთის საკითხავი
clock 348
2024/03/28/mkcg7hu8c6y9lb7.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მას არ აქვს განზრახვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და NATO-ს ეომოს.

პუტინის თქმით, ხსენებული აზრი "ბოდვაა". ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის 72 მილიარდი.

"და, ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, ვაპირებთ NATO-ს ვეომოთ? ეს უბრალოდ ბოდვაა. რომ ამბობენ, თითქოს ჩვენ ვგეგმავთ უკრაინის შემდეგ ევროპას დავესხათ თავს - ეს სრული სისულელეა, საკუთარი მოსახლეობის დაშინებაა, რათა უფრო მეტი ფული გამოსძალონ", - თქვა პუტინმა ტვერის ოლქში სამხედროებთან შეხვედრის დროს.


close დახურვა