logo
ENG



ზელენსკი: რუსები მაისსა და ივნისში ახალ შეტევას წამოიწყებენ

28 მარ 202421:45
3 წუთის საკითხავი
clock 253
2024/03/28/yizdgaw6468wx7o.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები მაისის ბოლოს, ან ივნისში ახალი შეტევის წამოწყებას გეგმავენ.

იგი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდისთვის, უკრაინას სასწრაფოდ უნდა მოხერხდეს დახმარების მიწოდება.

"ჩვენ არა მხოლოდ მომზადება და სიტუაციის სტაბილურობა გვესაჭიროება, არამედ ახლა, ამ მომენტში გვჭირდება დახმარება", - თქვა მან.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ შეძლო სიტუაციის დასტაბილურება და ახლა ვითარება ფრონტებზე შედარებით უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ - როცა სამხედროები სხვადასხვა აღჭურვილობის "მნიშვნელოვან დეფიციტს" განიცდიდნენ.


close დახურვა