logo
ENG



რუსეთში კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

28 მარ 202422:37
3 წუთის საკითხავი
clock 292
2024/03/28/tbdowjuhsp790h3.jpeg

რუსეთში კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებსა და "უკრაინელ ნაციონალისტებს" შორის კავშირის მტკიცებულებები მოიპოვა, კერძოდ ფულადი სახსრები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან.

შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტს საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 143 დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.

რუსეთი თავდასხმაში უკრაინულ კვალზე საუბრობს. კიევი ნებისმიერ კავშირს უარყოფს. შემთხვევაზე გამოძიება ტერორიზმით მუხლით დაიწყო და პოლიციამ 12-მდე ადამიანი დააკავა.


close დახურვა