logo
ENG



სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და 45 ადამიანი დაიღუპა

29 მარ 202400:47
3 წუთის საკითხავი
clock 264
2024/03/29/zxaz3vdrtz95yw7.jpg

სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფისას მხოლოდ 8 წლის გოგო გადარჩა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტობუსი ლიმპოპოს პროვინციაში ბარიერს შეეჯახა და ხევში ჩავარდნის დროს ცეცხლი გაუჩნდა.

მგზავრები იყვნენ მომლოცველები, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან სააღდგომო წირვაზე ქალაქ მორიაში მიემგზავრებოდნენ.

მაშველები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, რომელიც ადგილზე მივიდა, კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიებას ჩაატარებენ.


close დახურვა