logo
ENG



თანხის ქრთამად აღებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

29 მარ 202415:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/9kd7kq5ok2aw96n.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე" გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს.

ცნობილია, რომ მათ ქრთამის სახით, ჯამში 532 126 ლარი მიიღეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულები "პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით", ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციას არა უახლოესს, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში ახორციელებდნენ.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - . მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - . . და . ., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენელ . -სა და მ. -სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში.

თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, . -მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. -მ 76 771 ლარის შემოსავალი", - წერია სუს-ის განცხადებაში.

დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით ემუქრებათ.


close დახურვა