logo
ENG



მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს

29 მარ 202419:01
3 წუთის საკითხავი
clock 268
2024/03/29/wsq0agkuzu2c9q1.jpg

მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფება ხორასანთან კავშირში.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. თუმცა კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია. 

ამასთან, რუსეთში, Crocus City Hall-ის თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი გუშინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული.

შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტს, საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 144 დაიღუპა, 328 კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.


close დახურვა