logo
ENG



POG: ქრთამის აღების ფაქტზე სამ პირს, ქრთამის მიცემისთვის კი ორ პირს ბრალი წარედგინა

29 მარ 202422:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/9h1ffyzos71snrh.jpg

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის მე-2 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე"ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურადგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339- მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა