logo
ENG



ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად ორსული გარდაიცვალა - დაწყებულია გამოძიება

30 მარ 202412:41
3 წუთის საკითხავი
clock 488
2024/03/30/xd21cfd0gjx60ua.png

ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად ორსული გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და დამძიმების შემდეგ, კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.

"ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა", - განაცხადეს კლინიკა BAU-ში.

კლინიკა BMC-ში, სადაც ქალს საკეისრო გაუკეთდა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.


close დახურვა