2 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგას ეწვევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ის ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, შეხვდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს და მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალში "სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის".
უწყების ცნობითვე, კონფერენციის მიზანია, განიხილონ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მე-7 პუნქტი - "სამართლიანობის აღდგენა". კერძოდ კი - ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტაციისა და გამოძიების შედეგები.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეოს ცნობით, ყურადღება დაეთმობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შემდგომ ნაბიჯებს.