logo
ENG



ცოლის მიმართ მოკვლის მუქარის ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

02 აპრ 202410:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/5elyagiavzngfp5.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლის მიმართ მოკვლის მუქარის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების თანახმად, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა ცოლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი ცოლს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება დაიწყო. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა