logo
ENG



3-5 აპრილს, 01:00-დან 06:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

02 აპრ 202410:51
3 წუთის საკითხავი
clock 195
2024/04/02/84hu0vz8pwg71hl.jpg

3-5 აპრილს, 01:00-დან 06:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისისენაკილესელიძის საავტომობილო გზის 143- კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება", - ნათქვამია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


close დახურვა