logo
ENG



ფინეთის სკოლაში 13 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაჭრილია სამი ბავშვი

02 აპრ 202413:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/q0tyzp9nuj3tg63.jpg

ფინეთის ქალაქ ვანტააში სროლის შედეგად სამი 13 წლის მოზარდი დაშავდა. ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის ინფორმაციით ასევე 13 წლის იყო, დაკავებული.

ვანტაას სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლეა და 90 თანამშრომელი. სკოლაში 7-დან 15-წლამდე ბავშვები ორ ცალკეულ სივრცეში სწავლობენ. 

ვანტაა ფინეთის სიდიდით მესამე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც 240 ათას ადამიანს შეადგენს.

2007 და 2008 წლებში ფინეთის სკოლებში მასობრივი სროლის შემდეგ ქვეყანაში იარაღის კონტროლი გამკაცრდა. თუმცა სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობაში იარაღისა და ნადირობის დიდი მოყვარულები არიან. 5,5-მილიონიანი მოსახლეობის ფონზე იარაღის 430 ათასი ლიცენზირებული მფლობელია.


close დახურვა