![2024/04/02/xjyg7fk8acu6qc3.jpg](/uploads_script3/articles/2024/04/02/xjyg7fk8acu6qc3.jpg)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება.
სააგენტოს ცნობითვე, 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.