logo
ENG



ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 25-წლამდე მცირდება

02 აპრ 202423:56
3 წუთის საკითხავი
clock 285
2024/04/02/wzwvkdyft34m0bp.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე მცირდება.

აღნიშნულ კანონპროექტს უკრაინის რადამ 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი, თუმცა ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერას ელოდნენ.

"გაწვევისა და სამხედრო სამსახურის შესახებ შესაბამისი კანონპროექტის No9281 ბარათში აღნიშნულია, რომ 2 აპრილს კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით დაუბრუნდა უმაღლეს რადას", - აღნიშნულია უკრაინის რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იყო.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის თანახმად, იქამდე, ვიდრე უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება, არ არის საჭირო მოქალაქეების დიდი ხნით (27 წლამდე) დარჩენა წვევამდელთა სამხედრო რეესტრში.


close დახურვა