logo
ENG



სამადაშვილი ზარქუას: იმით დავიწყებდი, რომ ენას უკეთ ვისწავლიდი - ვბრძოლობთ არა, ვიბრძვით

04 აპრ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/bjkv61ay67wmz3q.jpg

"ბატონო ზარქუა, მე იმით დავიწყებდი, რომ ქართულ ენას უკეთ ვისწავლიდი, "ბრძოლობთ" არა, "იბრძვით", - ასე მიმართა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას. 

კამათი პარლამენტში კვოტირების გაუქმების შესახებ გირჩის ინიციატივის განხილვას მოჰყვა. ზარქუას თქმით, ვერ გაიგო "რას ერჩის" ოპოზიცია ამ ინიციატივას, თუმცა სამადაშვილის ესმის, რადგან "ამით ხაზარაძეს მიეცემა შესაძლებლობა, ის სიაში არ ჩასვას". 

ზარქუას ამ განცხადებას სამადაშვილი ასე გამოეხმაურა:

"მე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და თქვენს ადგილზე ჩემს კარიერაზე არ ვიღელვებდი", - თქვა დეპუტატმა.


close დახურვა