logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისზე წავა რუსეთთან ომში

06 აპრ 202420:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/7fwv0xzf5yz916v.jpg

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერთ დღეს უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს, რუსეთთან ომში რომელი კომპრომისის მისაღებად იქნება მზად.

საბოლოო ჯამში, უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის კომპრომისების გაკეთების სურვილი აქვთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად მიაღწიონ მისაღებ შედეგს მოლაპარაკების მაგიდასთან", - თქვა მან.

სტოლტენბერგმა ასევე დასძინა, რომ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა აიძულოს პუტინი უარი თქვას თავის მიზნებზე, მაგრამ დაამატა, რომ უკრაინულ მხარესაც მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

იგი განმარტავს, რომ არ მოუწოდებს უკრაინას ახლავე წავიდეს დათმობებზე და თქვა, რომ "ნამდვილი მშვიდობის" მიღწევა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როცა უკრაინა გაიმარჯვებს.


close დახურვა