logo
ENG



ISW: რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს ემუქრება და დასავლეთთან კონფრონტაციისთვის ემზადება

07 აპრ 202411:25
3 წუთის საკითხავი
clock 267
2024/04/07/wnpc36nekg8s68i.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს ემუქრება და დასავლეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება.

"კრემლი რეგულარულად ემუქრება ფინეთს NATO-ში გაწევრიანების გამო. ამ გზით აგრესორი ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს ალიანსის გაფართოება და დასავლეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის საინფორმაციო ნიადაგს ამზადებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, "დაკარგა დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით". ამ ტიპის ნარატივს კრემლი რეგულარულად იყენებს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს, რომ NATO აკონტროლებს უკრაინას და იყენებს მას რუსეთისთვის საფრთხედ.

"რუსი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების განცხადებები NATO-ს წარმოსახვითი საფრთხეების შესახებ მიზნად ისახავს შექმნას საინფორმაციო პირობები, რათა გაამართლოს და მხარი დაუჭიროს რუსეთის სავარაუდო გრძელვადიან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას დასავლეთთან", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.


close დახურვა