logo
ENG



ლელო: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს

08 აპრ 202413:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/k7bextrtbmla6kj.jpg

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს", - ამის შესახებ ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

კუპრაძის განცხადებით, ლელო შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს და დააწესებენ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში. 

"დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის, რომელსაც ითვისებს ყოველდღიურად რუსეთის ათასობით მოქალაქე. შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას. ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომობილების შემოდინებას. ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას. დავუწესებთ "საოკუპაციო მოსაკრებელს" რუსულ ბიზნესს, რომლითაც დავაფინანსებთ დევნილთა საჭიროებებს. 

დავაწესებთ აკრძალვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არა რუსულ ფრენებს საქართველოში. ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას. ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში", - თქვა კუპრაძემ. 

მისივე განცხადებით, სიმბოლურია, რომ 9 აპრილის წინა დღეს ქართული ოცნება ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას შეუშლის ხელს. 

"ქართული ოცნება უკარგავს მომავალს ქართველ ხალხს და ქვეყანას დააყენებს რუსეთიზაციის შეუქცევად გზაზე. რუსული კანონის განხილვის დაწყება მიესადაგება სწორედ ამ მიზანს. ლელო ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს", - აღნიშნა მან. 

 


close დახურვა