logo
ENG



"არა რუსულ კანონს - თავისუფლება ლაზარეს!" - პარლამენტთან აქცია დაიწყო

08 აპრ 202414:02
3 წუთის საკითხავი
clock 317

"არა რუსულ კანონს - თავისუფლება ლაზარეს!" - პარლამენტთან აქცია დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. ადგილზე პოლიციაცაა მობილიზებული. 

მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, რითაც ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმავე შედეგს მივაღწიოთ, იმიტომ, რომ იგივე მიზანი გვაქვს, რაც შარშან. დიახ, მეც მონაწილე ვარ, ჩვენც გადავიტანეთ ჩვენს თავზე ის, რაც შარშან მოხდა. წელსაც, აბსოლუტურად მშვიდობიანად, მიუხედავად იმისა, რომ ეცდებიან, მოგვაკერონ, რომ სხვადასხვა პარტიასთან ვართ დაკავშირებული. არა, ეს არის ყველას აქცია და ეს არის ყველას მოძრაობა, რაც შარშანდელიდან მოგვყვება და დღეს ისევ დაბრუნდა დღის წესრიგში", - ამბობს ფორმულასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ქართული ოცნება რუსულ კანონს დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. პარალელურად, დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს. 

 

 

close დახურვა