logo
ENG



ადვოკატი: ველით ლაზარეს გამამართლებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავარძელებთ ბრძოლას

08 აპრ 202414:22
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიდისის ადვოკატის განცხადებით, დღეს გამამართლებელ განაჩენს ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა. 

"დღეს, ფაქტობრივად, ქართული მართლმსაჯულება აბარებს ძალიან რთულ გამოცდას, დღეს გავიგებთ, რამდენად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა ყოველგვარი საჯარო ინტერესისა და გავლენისგან. ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ლაზარეს დანაშაულებრივ ქმედებაზე, ამის გათვალისწინებით, თავისთავად ველით გამამართლებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე", - განაცხადა მან. 

მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. 


close დახურვა