logo
ENG



მედიაომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა

08 აპრ 202416:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/wxyc3djsy99xd8b.jpg

მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.

"დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები. პარლამენტის ბიურო დღეს რუსულ კანონს განიხილავს.

მედიაომბუდსმენი USAID Media Program/USAID მედია პროგრამა დახმარებით აგრძელებს მედიის დახმარებას - პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პარლამენტში, სადაც ბიუროს სხდომა უნდა დაწყებულიყო და ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონი უნდა დარეგისტრირებულიყო, ჟურნალისტები არ შეუშვეს.

მთის ამბების რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენელთა ნაწილს პარლამენტის აკრედიტაცია, ხოლო ნაწილს დეპუტატის მიერ დაშვებული საშვი ჰქონდა, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ მისცეს.


close დახურვა