logo
ENG



საელჩო: საფრანგეთი ქართველების გვერდით დგას, მათი ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად

09 აპრ 202411:56
3 წუთის საკითხავი
clock 329
2024/04/09/00cs7pqd5mx9a94.jpg

საფრანგეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ საფრანგეთი ქართველების გვერდით დგას, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.

"საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდიც იყო.


close დახურვა