logo
ENG



თბილისში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი

11 აპრ 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/11/qxf9hqbwisyluv7.jpg

თბილისში, თემქაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ.

შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა