logo
ENG



TV მონიტორინგი: ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

12 აპრ 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/6xg3aztuqgi3hat.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ვერტმფრენით, სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ტვ მონიტორინგი, ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გამოსულმა რუსულმა ვერტმფრენმა გაიარა ზარდიანთკარი და მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ფრინავდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ უწყებამ მომხდარის შესახებ გააქტიურა ცხელი ხაზი და აცნობა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

"განხორციელდა უკანონო ფრენა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად გააქტიურა ცხელი ხაზი და აცნობა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინციდენტს დააყენებს აიპიარემის უახლოეს შეხვედრაზე", - აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა