სიდნეის სავაჭრო ცენტრში ერთი კაცი დანით მოქალაქეებს თავს დაესხა და 5 ადამიანი მოკლა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს მას შემდეგ ესროლეს, რაც Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში ცხრა ადამიანს დაესხა თავს.
პოლიციისთვის კაცის მოტივაცია უცნობია.
ავსტრალიაში იარაღისა და დანის ტარებაზე რეგულაციები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და მსგავსი ინციდენტებიც საკმაოდ იშვიათია.
ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ რვა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი თვითმხილველი რიზ კოლმენარესი, რომელიც 20 ადამიანთან ერთად მაღაზიაში დაიმალა, ყვება, რომ დაინახა, როგორ გადაჰყავდათ დაჭრილი ბავშვი.
"დედა საშინელ მდგომარეობაში იყო, უბრალოდ ბავშვი ეჭირა და ამშვიდებდა", - უთხრა მან გამოცემა Reuters.
ერთმა თვითმხილველმა ადგილობრივ გამოცემასთან გაიხსენა, როგორ მოკლეს თავდამსხმელი:
"რომ არ ესროლა [პოლიციელს], ის გააგრძელებდა სხვლას, ძალიან გაბრაზებული იყო. პოლიციელი მასთან მივიდა და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა. ძალიან დიდი დანის პირი ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს მკვლელობას აპირებდა".