logo
ENG



ჰაგარი: ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოვაგდეთ

14 აპრ 202409:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/aiqf676g2ua62z0.jpg

IDF-ის სპიკერის, გენერალ დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდეს.

ჰაგარის თქმით, თავდასხმის მოგერიება საჰაერო თავდაცვის სისტემით გახდა შესაძლებელი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა. ირანულ საფრთხეს წინ აღუდგა IDF-ის საჰაერო, ტექნოლოგიური უპირატესობა და ეს ყველაფერი ძლიერ, სამხედრო კოალიციასთან ერთად გაკეთდა, რომელმაც დაახლოებით 300 ნაღმიდან 99% ჩამოაგდო", - ამბობს IDF-ის სპიკერი.

მისივე განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არც ერთი უპილოტო აპარტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ შესულა. ყველა დრონი ისრაელმა მოკავშირეებთან ერთად ჩამოაგდო.

ასევე, როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, თეირანმა 30 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა, თუმცა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. რაც შეეხება გამოყენებულ 120 ბალისტიკურ რაკეტას, მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო რამდენიმემ ნევატიმის ავიაბაზა დააზიანა, თუმცა ჰაგარის ცნობით, ავიაბაზას უმნიშვნელო ზიანი მიადგა და ის ფუნქციონირებს. 


close დახურვა