logo
ENG



ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიის ჟურნალისტები საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას

15 აპრ 202412:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/0fz14yrdon2g49x.png

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიის ჟურნალისტები საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას.

"15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14  აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული  ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების . ყვითელი დონისპირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამასთან, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.

ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.


close დახურვა