logo
ENG



პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიები განხილვაზე დაუშვას

15 აპრ 202419:51
3 წუთის საკითხავი
clock 251
2024/04/15/y5qbo04kuzz4o18.jpg

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI ) მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიის ჟურნალისტები რუსული კანონის საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას.

IPI ჟურნალისტების არშეშვებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს.

"ვგმობთ ონლაინ მედიის ჟურნალისტების არშეშვებას პარლამენტში და მათ მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვის გაშუქების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტები განხილვაზე დაუშვან", - წერია IPI-ის განცხადებაში, რომელიც ინსტიტუტის X-გვერდზე გავრცელდა.

გუშინ, პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამასთან, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.

ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. 


close დახურვა