logo
ENG



სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილე წააქციეს და სცემეს [ვიდეო]

17 აპრ 202401:21
3 წუთის საკითხავი
clock 2291
სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილე წააქციეს და სცემეს [ვიდეო]
სერა ძნელაძე

პარლამენტთან, სადაც ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა, სპეცრაზმელებმა აქციის ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, ვითარება დაძაბულია. სპეციალური დანიშნულების რაზმები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს. სპეცრაზმი ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. 

ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის. 

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა