logo
ENG



ელისაშვილი: რამდენიმე პოლიციელი დაგდებულს მირტყამდა გამეტებით, ნეკნი მაქვს მოტეხილი

18 აპრ 202411:01
3 წუთის საკითხავი
clock 996

"რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ" - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფორმულასთან საუბრისას თქვა.

ელისაშვილის თქმით, მან ნეკნის მოტეხილობა მიიღო. 

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი", - ამბობს ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილი გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.


close დახურვა