შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პოლიციელებს იცავს, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ. აქციის მონაწილეთა დამრბევებს ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი მადლობას უხდის. გომელაური გადაეფარა სისასტიკით ცნობილ ზვიად ხარაზიშვილს, იმავე ხარებას. შინაგან საქმეთა მინისტრი არაფერს ამბობს მოქალაქეებზე ძალადობაში მხილებული პოლიციელებისა და სპეცრაზმის პასუხისმგებლობაზე, სამაგიეროდ, ემუქრება ხალხს. ბოლო დღეებში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მიზანმიმართული ძალადობისა და შეურაცხყოფის მრავალი ფაქტი გამოვლინდა.