logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ

22 აპრ 202413:59
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.  

ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. 

ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა. 

ამასთან, ია სართანია ამბობს, რომ ეჭირა ჩანთა ფორმულას ლოგოთი. მისი თქმით, "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა". 

ჟურნალისტის თქმით, კაცი დაკავებულია და სასამართლო დარბაზშია გადაყვანილი. 


close დახურვა