logo
ENG



ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჩემპიონატზე ქვეჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს

23 აპრ 202413:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/23/jys25t66my4avte.jpg

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია აღნიშნული. ფონდის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

"საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წელს ისტორიაში პირველად იასპარეზებს საქართველოს ნაკრებიც. ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება.

ნაკრების ფეხბურთელები გასულ პერიოდში აქტიურად გამოეხმაურმენ ქვეყანაში მიმდინარე პოლოტიკურ პროცესს და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, რიგ შემთხვევებში ანტირუსული გზავნილები გაავრცელეს.


close დახურვა