logo
ENG



10 მილიონი ლარი - წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ მიიღო

24 ოქტ 202012:54
3 წუთის საკითხავი
clock 1242
vrksq6qj940zfoq.jpg

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი შემოწირულობაა,

საანგარიშო პერიოდი 1-ლი სექტემბერი - 12 ოქტომბერია.

საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ: შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება.

რაც შეეხება ამ ციფრის პარტიების მიხედვით განაწილებას, პირველ ადგილზეა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. მმართველი პარტიის ჯამური შემოსავალია 10 355 212 ლარი, საიდანაც საბიუჯეტო შემოსავალია - 215 505 ლარი, ხოლო შემოწირულობა - 10 139 707 ლარი.

სიაში შემდეგია პარია ლელო საქართველოსთვის, რომლის ჯამური შემოსავალი 2 მლნ. 599 290 ლარია. აღნიშნული თანხა სრულად შემოწირულობაა და 5-ჯერ ნაკლებია მმართველი პარტიის ფინანსურ დახმარებაზე. 

მესამე ადგილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იკავებს. პარტიის ჯამური შემოსავალია 2 432 831 ლარი. აქედან 103 687 ლარი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. ხოლო  - 2 295 09 ლარი შემოწირულობა.

შემდეგ მოდის გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი. ჯამური შემოსავალია 2 42 318 ლარი, საიდანაც 26 813 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, ხოლო 2 მლნ. 15 505 ლარი შემოწირულობა.

მეხუთე პოზიციაზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - ჯამური შემოსავალია 2 34 847 ათასი ლარი. აქედან 148 001 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 1 886 805 ლარი შემოწირულობა.

ევროპული საქართველოს ჯამური შემოსავალი, 1 773 699 ლარით, მე-6 ადგილს იკავებს. აქედან 107 387 ლარი ბიუჯეტის ფულია, ხოლოდ 1 646 295 ლარი შემოწირულობა.

საარჩვენო პარტიების შემოწირულობების სრული სია ასეთია:

შემოწირულობები

 

 


close დახურვა