logo
ENG



10 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

04 ოქტ 202212:21
3 წუთის საკითხავი
 
10 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

აერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.

სააგენტოს ცნობითვე, თბილისში მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება.


close დახურვა