logo
ENG



10 - 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა

16 აგვ 202112:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/16/viq9n79qy6y2zil.png

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის  საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. 

"ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო  ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის გადაწყვეტულებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ამასთან, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე. 


close დახურვა