logo
ENG



10 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ნახეთ სია

09 აგვ 202122:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/09/vh6ethtr5jtdhct.png

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვდასხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 აგვისტოს თბილისის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

00:00 საათიდან 03:00 საათამდე საბურთალოს რაიონში შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, ინტენსიფიკაციის, ფერმწერთა, ხომლის, ასათიანის, კაპანელის, ტაბიძის, ქანთარიას, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ნიკოლაძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო დიდუბის რაიონში 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, მიქელაძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის და კოტე მახარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, ნიაბის, ბეღლეთის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, საინგილოს, გალავნის, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, თეძამის, ერისთავის, ბზიფის, მარტყოფის, ფშავის, ახალუბნის, ნაქერალის, კვალეთის, ოძისის, რუისპირის, გედევანიშვილის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის და ჟონეთის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა