logo
ENG



10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ბრიტანეთში სამხედრო წვრთნას გაივლის

10 ივლ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock 943
2022/07/10/9iprej4iog55d7c.png

10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ბრიტანეთში სამხედრო წვრთნას გაივლის. 

შესაბამისი პროგრამა ბრიტანეთმა სპეციალურად უკრაინელებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ დასახმარებლად შეიმუშავა. 

უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ნაკადი ბრიტანეთის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმაც მოინახულა. 

უოლასმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის შემცვლელად განიხილება, განაცხადა, რომ ეს უკრაინული არმიისთვის ბრიტანეთის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპია. 

არსებული ინფორმაციით, უკრაინა ომში დღეში 200-მდე ჯარისკაცს კარგავს, შესაბამისად, წვრთნის გაძლიერება რუსული საფრთხეებისგან თავის დაცვის მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის არმიისთვის. 


close დახურვა