logo
ENG



10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

29 იან 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

ზონალური პარკირების არეალი იზრდება. ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიას ბარათაშვილის ქუჩაც დაემატა.

ქუჩაზე პარკირება ფასიანი გახდება. ავტომანქანების უფასოდ გაჩერებას, მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ, თუმცა ამისათვის მათ წინასწარ უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს. ქალაქის მერია აპირებს შეარჩიოს კომპანიები, რომლებიც მეტროს დიზაინზე იმუშავებენ. 

„10 მარტიდან ჩვენ ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედებას ვიწყებთ. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო.

​მინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, რომლებიც დიზაინით არიან დაკავებული ჩაერთოს, ჩვენ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით. მათი მხარდაჭერით ჩვენ გვექნება საუკეთესო სადგურების დიზაინი. გარკვეული კვლევები რაც საჭირო იყო იმისთვის, სანამ დიზაინზე მივიდოდით გაკეთებულია. მაგალითად ვარკეთილი, რომელიც ამდენი ხანია გაკეთებულია, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენი სირცხვილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


close დახურვა