logo
ENG



110-40 არ უზრუნველყოფს პროპორციული შედეგების დადგომას - ოპოზიციის შეფასებები

01 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

მოხერხდება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კვლავ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კიდევ ერთი არაფორმალური შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. საარჩევნო სისტემის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებისთვის კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მხარეებმა ეს კვირის ბოლომდე უნდა შეძლონ. ოპოზიცია კი ხელისუფლების შეთავაზებას კვლავ არ იზიარებს.  

"ასეთი 110-40 ეფექტიანად არ უზრუნველყოფს პროპორციული შედეგების დადგომას. ერთპიროვნული მთავრობა მიუღებელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი პრობლემაა ისიც, რომ ივანიშვილს უარი არ უთქვამს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

"დიდი მიღწევაა ჩვენი მხრიდან, რომ ხელისუფლებას აქვს ახალი შემოთავაზება, რადგან ოცნება უკან იხევს. თუმცა 110-40-ზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით, რადგან ეს არაა პროპორციულისკენ გადადგმული ნაბიჯები", - განმარტა გიორგი ვაშაძემ.

ხვალ, 2 მარტს, 5 საათზე პარლამენტში დანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც, წესით, ცვლილებების პაკეტი უნდა დარეგისტრირდეს, სხვა შემთხვევაში, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოესწრება. "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით,  ხელისუფლების შეთავაზებაზე, 110-40-ზე დათანხმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს საზოგადოების მოტყუებაა და არაა რეალური კომპრომისი.

 


close დახურვა