logo
ENG



ოსტინი: აშშ უკრაინისთვის დამატებით 1 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

26 აპრ 202418:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/kd7p8jna2z55aqc.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.

ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი 21-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები პრეზიდენტის უფლებამოსილებით გამოყოფს დამატები 1 მილიარდ დოლარს, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-სთვის, 155 მმ-იან ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

24 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დიდხნიანი დავისა და კამათის შემდეგ, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. ცნობილია, რომ აღნიშნული თანხიდან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება.


close დახურვა