რუსთავის საქალაქო სასამართლო 14 წლის აითაჯის დედასა და ბიძას 30 აპრილს მოუსმენს, ამის შემდეგ მოსამართლე მაია შოშიაშვილი სათათბიროდ გავა და განაჩენისთვის მზადებას დაიწყებს. დღეს, პროცესზე საბოლოო სიტყვით უკვე ისარგებლა ბრალდებისა და დაცვის მხარე მხარემ, რომელიც ამტკიცებს რომ არასრულწლოვანი დედამ და მისმა ძმამ იძულებით დააქორწინეს, მას შემდეგ კი რაც 14 წლის გოგომ დახმარება ითხოვა რეაგირება არ მოახდინეს. პროკურორი დარწმუნებულია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
აითაჯის საქმე - დასკვინითი სხდომა
26 აპრ 202420:28
3 წუთის საკითხავი