რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული. ოჯახის ინფორმაციით, იგი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
ასევე უცნობია, ჯამში რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია გრძელდება. პოლიციამ მათ დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.