logo
ENG



საია: რეზინის ტყვიებს იყენებენ ახლო მანძილიდან, გაზის კაფსულებს ისვრიან სახურავიდან

01 მაი 202423:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/k307ombl8sfwano.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციით, სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება 22:00 საათიდან დაიწყეს - თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის შესასვლელთან, ხოლო შემდეგ 23:20-დან ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთის მიმდებარედ.

"თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით", - წერს საია.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებების უკანონო პრაქტიკებს შორის განსაკუთრებით საგანგაშოა:

  • რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;
  • ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს.

მოუწოდებენ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანების უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.

ასევე, მიმართავენ სპეცრაზმს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.


close დახურვა