საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 9 მაისს ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი შავნაბადა, Loudspeakers, დაგადაგანი, Quemmekh.
ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.